ა) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) მომსახურება;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის (მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში) მომსახურება;

გ) გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის მომსახურება;

დ) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურება;

ე) ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურება;

ვ) ვებგვერდის სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურება;

ზ) შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურება;

თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურება.

ი) ორთოფოტოს მომსახურების გაყიდვა.

2. დამტკიცდეს სააგენტოს მიერ გაწეული ზოგიერთი მომსახურების პირობა, საფასურის ოდენობა და მათი დაანგარიშების წესი:

ა) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები  (დანართი №1);

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის (მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში) მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №2);

გ) გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №3);

დ) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №4);

ე) ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №5);

ვ) ვებგვერდის სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №6);

ზ) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით, შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №7);

თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №8).

ი) ორთოფოტოს მომსახურების გაყიდვა და მისი საფასურის ოდენობები (დანართი №9)