1. საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) მომსახურების საფასურის ოდენობები:

მომსახურების ღირებულება

ერთი მომხმარებლის ერთი თვის მომსახურების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)

საჯარო სექტორი

კერძო სექტორი

საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) მომსახურება

8.00

11.00

შენიშვნა: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციები განიხილება, როგორც საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ხოლო ყველა სხვა ორგანიზაცია, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები.

2. საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში მომსახურების საფასური განისაზღვრება წინამდებარე დანართის პირველი მუხლით განსაზღვრული ერთი მომხმარებლის ერთი თვის მომსახურების საფასურის ნამრავლით შემსყიდველი ორგანიზაციის მომხმარებელთა რაოდენობაზე და მომსახურების პერიოდზე (იმ თვეების რაოდენობაზე, რა პერიოდშიც უნდა განხორციელდეს მომსახურება).

3. არასრული თვის მომსახურების ღირებულება გამოითვლება შემდეგი წესით: კერძოდ, ერთი წლის მომსახურების ღირებულება იყოფა 365-ზე და მიღებული მრავლდება იმ დღეების რაოდენობაზე, რა დღეების განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს მომსახურება, ამასთან წლის მომსახურების ღირებულების გამოსათვლელად ერთი მომხმარებლის ერთი თვის ღირებულება უნდა გამრავლდეს მომხმარებელთა საერთო რაოდენობაზე და აღნიშნული ნამრავლი კი – 12-ზ