1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს თაღლითობის მაჩვენებლების დაანგარიშება.
2. ამ წესის დანართით განსაზღვრული თითოეული ტიპის გადახდის ოპერაციისთვის, თაღლითობის მაჩვენებლები, რომელიც მოიცავს როგორც მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის მოთხოვნების დაცვით შესრულებულ გადახდის ოპერაციებს, ასევე ამ წესის მე-15-მე-20 მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისების გამოყენებით შესრულებულ გადახდის ოპერაციებს, არ უნდა აღემატებოდეს ამავე ტიპის გადახდის ოპერაციებისთვის ამ წესის დანართით განსაზღვრულ თაღლითობის მაჩვენებელს.
3. ამ წესის დანართით განსაზღვრული თითოეული ტიპის გადახდის ოპერაციისთვის თაღლითობის მაჩვენებელი ყოველკვარტალურად დაანგარიშებული უნდა იყოს, როგორც არაავტორიზებული ან/და თაღლითური დისტანციური გადახდის ოპერაციების თანხის მთლიან ოდენობას, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა თანხის უკან დაბრუნება, შეფარდებული იმავე ტიპის დისტანციური გადახდის ოპერაციის მთლიანი თანხა. დაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის მოთხოვნების დაცვით შესრულებული ოპერაციები, ასევე, ამ წესის მე-15–მე-20 მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისი ოპერაციები.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ თაღლითობის მაჩვენებლების დასაანგარიშებლად გამოყენებული მეთოდოლოგია და ნებისმიერი მოდელი, ასევე თავად მიღებული თაღლითობის მაჩვენებლები უნდა იყოს დეტალურად და გარკვევით დოკუმენტირებული. საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მიაწოდოს მას აღნიშნული დოკუმენტაცი