1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ერთი მომხმარებლის დაცული გზით კავშირი უსაფრთხოების პერსონიფიცირებულ მახასიათებლებთან, ავთენტიფიკაციის მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული შემდეგი მოთხოვნის შესრულება:
ა) მომხმარებლის დაკავშირება უსაფრთხოების პერსონიფიცირებულ მახასიათებლებთან, ავთენტიფიკაციის მოწყობილობებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან ხორციელდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ დაცულ გარემოში, რაც, სულ მცირე, გულისხმობს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ოფისებს, მის მიერ უზრუნველყოფილ ინტერნეტ გარემოს, ან მის მიერ გამოყენებულ სხვა მსგავს დაცულ ვებ-გვერდებს და მის ბანკომატების სისტემას და, ასევე, ითვალისწინებს დაკავშირების პროცესში გამოყენებულ იმ ტექნიკურ მოწყობილობებთან და სხვა კომპონენტებთან დაკავშირებულ რისკებს, რომლებიც არ არის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის პასუხისმგებლობის ქვეშ;
ბ) დისტანციური არხის მეშვეობით მომხმარებლის დაკავშირება უსაფრთხოების პერსონიფიცირებულ მახასიათებლებთან, ავთენტიფიკაციის მოწყობილობებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან ხორციელდება მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის გამოყენები