თუ გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს დანერგილი აქვს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის მექანიზმი და მისი მოთხოვნის შემთხვევაში მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვერ უზრუნველყოფს გადახდის ოპერაციის შესრულებისას მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის მხარდაჭერას, ის ვალდებულია, გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აუნაზღაუროს ფინანსური ზიანი არაუმეტეს გადამხდელისთვის ანაზღაურებული ოპერაციის თანხისა. თუ ძლიერი ავთენტიფიკაციის მხარდაჭერა არ განხორციელდა მხოლოდ მიმღების მიზეზით, პასუხისმგებლობა რეგულირდება მიმღებსა და მიმღების პროვაიდერს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.თავი VI
გარდამავალი დებულებე