1. თუ ამ წესის დანართში მითითებული რომელიმე ტიპის გადახდის ოპერაციასთან მიმართებაში დაანგარიშებული თაღლითობის მაჩვენებლები, რომლების მონიტორინგსაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ახორციელებს, აღემატება ამავე ცხრილში განსაზღვრულ შესაბამის მაჩვენებლებს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც სარგებლობს ამ წესის მე-20 მუხლით მითითებული გამონაკლისით, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს იმ ზომების აღწერა, რომლების გატარებასაც ის გეგმავს ცხრილში მითითებულ მაჩვენებელთან შესაბამისობის აღსადგენად.

3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებით სარგებლობა ამ წესის დანართში მითითებული ოპერაციის შესაბამისი თანხის ზღვრული ოდენობის ფარგლებში ნებისმიერი ტიპის გადახდის ოპერაციასთან მიმართებაში, თუ მონიტორინგს დაქვემდებარებული თაღლითობის მაჩვენებელი ორი თანმდევი კვარტალის განმავლობაში აღემატებოდა შესაბამისი გადახდის ოპერაციის ტიპის და თანხის ზღვრული ოდენობისთვის დადგენილ თაღლითობის მაჩვენებელს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამონაკლისით სარგებლობის შეწყვეტის შემდეგ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, კვლავ ისარგებლოს გამონაკლისით, თუ დაანგარიშებული თაღლითობის მაჩვენებელი კონკრეტული ტიპის გადახდის ოპერაციისთვის შესაბამისი თანხის ზღვრული ოდენობის ფარგლებში ერთი კვარტლის განმავლობაში არ აღემატებოდა ამ წესის დანართში მითითებულ თაღლითობის მაჩვენებელს.

5. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი გეგმავს ამ წესის მე-20 მუხლში მითითებული გამონაკლისებით კვლავ სარგებლობას, ის ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წინასწარ, 10 კალენდარული დღით ადრე, აცნობოს აღნიშნულის შესახებ და მიაწოდოს მონიტორინგს დაქვემდებარებული თაღლითობის მაჩვენებლის ამ წესით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცი