1. ამ თავით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნები სისტემის ოპერატორზე არ ვრცელდება, თუ იგი არის:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკი (საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემები);

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან მიკრობანკი;

დ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ეს სისტემა გამოიყენება მხოლოდ ამ პროვაიდერის მომხმარებელთათვის საგადახდო მომსახურების გასაწევად.

2. საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მათ შორის, კომერციული ბანკი, უფლებამოსილია დანერგოს საგადახდო სისტემა. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს საგადახდო სისტემის დანერგვამდე წინასწარ, არაუგვიანეს ამ სისტემის დანერგვაზე ვალდებულების აღებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მიაწოდოს აღიშნული საგადახდო სისტემის აღწერა. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემის დანერგვის უფლებამოსილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ შესაბამისი აღწერის, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე.

საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2610 – ვებგვერდი, 10.03.2023