1. ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა საინკასო დავალებისა.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს ან/და ანგარიშსწორების აგენტს თავის მიერ დადგენილი წესით განუსაზღვროს მოთხოვნები ანგარიშსწორების ანგარიშებისა და მათზე განთავსებული ფულადი სახსრების და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ.
3. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი უფლებამოსილია შესაბამისი სისტემის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებით შეაჩეროს ოპერაციები სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს სისტემის მონაწილის ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის ინტერესებით.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.03.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (12.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. ანგარიშსწორების ანგარიშების დაცვა 1. ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა საინკასო დავალებისა. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს ან/და ანგარიშსწორების აგენტს თავის მიერ დადგენილი წესით დგანუწესაზღვროს მოთხოვნები ანგარიშსწორების ანგარიშებისა და მათზე განთავსებული ფულადი სახსრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ. 3. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი უფლებამოსილია შესაბამისი სისტემის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებით შეაჩეროს ოპერაციები სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს სისტემის მონაწილის ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის ინტერესებით.
საქართველოს კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“, მუხლი 7, №6304-Iს, 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 200020000.05.001.016788 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1673253/muxli-7/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია