1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სისტემის ოპერატორების საგადახდო სისტემებზე და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ოპერატორების საგადახდო სისტემებზე.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს რეგისტრირებული ოპერატორების საგადახდო სისტემებს.

საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018