საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, არ გამოიყენოს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია, თუ გადამხდელი ახორციელებს დისტანციური ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირებას, რომლის თანხა არ აღემატება 50 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში და დაკმაყოფილებულია შემდეგი დებულებებიდან ერთ-ერთი:

ა) მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის მოთხოვნის უკანასკნელად შესრულების შემდგომ გადამხდელის მიერ ინიციირებული დისტანციური ელექტრონული გადახდის ოპერაციების თანხის საერთო ოდენობა არ აღემატება 250 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში;

ბ) მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის მოთხოვნის უკანასკნელად შესრულების შემდგომ გადამხდელის მიერ მიმდევრობით ინიციირებული ინდივიდუალური დისტანციური ელექტრონული გადახდის ოპერაციების რაოდენობა არ აღემატება ხუთ