1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტის მახასიათებლები.

2. მომხმარებელსა და პროვაიდერს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტზე არ გავრცელდება ამ კანონის:

ა) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, თუ გადახდის ოპერაციის უარყოფა გამოწვეულია თავად ინსტრუმენტის მახასიათებლებით;

ბ) 26-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების შესრულების ვადები;

გ) 29-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების გამოთხოვის უფლება საგადახდო დავალების გადაცემის შემდგომ ან/და გადახდის ოპერაციის შესრულებაზე მიმღებისთვის თანხმობის მიცემის შემდგომ;

დ) 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და 33-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნები, თუ ამ ინსტრუმენტს არ აქვს ოპერაციების შეზღუდვის ან/და დაბლოკვის საშუალება;

ე) 32-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებისა და 33-ე მუხლის პირველი−მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნები, თუ ამ ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია ანონიმურად ან, ინსტრუმენტის თავისებურებებიდან გამომდინარე, პროვაიდერს არ შეუძლია იმის მტკიცება, რომ გადახდის ოპერაცია ავტორიზებულია.

საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022