1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია, როდესაც მისი მომხმარებელი – გადამხდელი ახორციელებს:
ა) დისტანციურად ონლაინრეჟიმში თავის საგადახდო ანგარიშზე წვდომას;
ბ) ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირებას;
გ) დისტანციური არხის საშუალებით ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც თაღლითობის ან/და სხვა უკანონო ქმედების რისკის მატარებელია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირებისას საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია განახორციელოს ისეთი ელემენტების ჩართულობით, რომლებიც დისტანციური ელექტრონული გადახდის ოპერაციას დინამიკურად აკავშირებს ოპერაციის კონკრეტულ თანხასა და კონკრეტულ მიმღებთან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შემუშავებული და დანერგილი ჰქონდეს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების კონფიდენციალურობისა და მთლიანობის დასაცავად.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აგრეთვე ვრცელდება გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით ინიციირებულ გადახდის ოპერაციაზე. ამავე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ასევე ვრცელდება ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერის საშუალებით ინფორმაციის მოთხოვნაზე.
5. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დანერგილი ინტერფეისი:
ა) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს უნდა აძლევდეს საშუალებას, დაეყრდნოს ავთენტიფიკაციის ყველა იმ პროცედურას, რომელსაც ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად ახორციელებს მომხმარებლის მიმართ;
ბ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს უნდა აძლევდეს საშუალებას, დაეყრდნოს ავთენტიფიკაციის ყველა იმ პროცედურას, რომელსაც ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების შესაბამისად ახორციელებს მომხმარებლის მიმართ.
6. საქართველოს ეროვნული ბანკი სამართლებრივი აქტებით ადგენს:
ა) მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელების მიმართ მოთხოვნებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად;
ბ) ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოთხოვნებიდან გამონაკლისებს;
გ) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უსაფრთხოების ზომები, რათა დაცულ იქნეს მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების კონფიდენციალურობა და მთლიანობა;
დ) იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის, შეტყობინებისა და ინფორმაციის გადაცემის მიზნით, აგრეთვე უსაფრთხოების ზომების იმპლემენტაციისთვის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს, ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს, გადამხდელს, მიმღებსა და სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო ღია სტანდარტების მიმართ მოთხოვნებს.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 09.09.2022 კანონი №1800
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.09.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 221. მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია 1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია, როდესაც მისი მომხმარებელი – გადამხდელი ახორციელებს: ა) დისტანციურად ონლაინრეჟიმში თავის საგადახდო ანგარიშზე წვდომას; ბ) ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირებას; გ) დისტანციური არხის საშუალებით ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც თაღლითობის ან/და სხვა უკანონო ქმედების რისკის მატარებელია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირებისას საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია განახორციელოს ისეთი ელემენტების ჩართულობით, რომლებიც დისტანციური ელექტრონული გადახდის ოპერაციას დინამიკურად აკავშირებს ოპერაციის კონკრეტულ თანხასა და კონკრეტულ მიმღებთან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შემუშავებული და დანერგილი ჰქონდეს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების კონფიდენციალურობისა და მთლიანობის დასაცავად. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აგრეთვე ვრცელდება გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით ინიციირებულ გადახდის ოპერაციაზე. ამავე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ასევე ვრცელდება ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერის საშუალებით ინფორმაციის მოთხოვნაზე. 5. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დანერგილი ინტერფეისი: ა) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს უნდა აძლევდეს საშუალებას, დაეყრდნოს ავთენტიფიკაციის ყველა იმ პროცედურას, რომელსაც ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად ახორციელებს მომხმარებლის მიმართ; ბ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს უნდა აძლევდეს საშუალებას, დაეყრდნოს ავთენტიფიკაციის ყველა იმ პროცედურას, რომელსაც ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების შესაბამისად ახორციელებს მომხმარებლის მიმართ. 6. საქართველოს ეროვნული ბანკი სამართლებრივი აქტებით ადგენს: ა) მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელების მიმართ მოთხოვნებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად; ბ) ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოთხოვნებიდან გამონაკლისებს; გ) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უსაფრთხოების ზომები, რათა დაცულ იქნეს მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების კონფიდენციალურობა და მთლიანობა; დ) იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის, შეტყობინებისა და ინფორმაციის გადაცემის მიზნით, აგრეთვე უსაფრთხოების ზომების იმპლემენტაციისთვის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს, ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს, გადამხდელს, მიმღებსა და სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო ღია სტანდარტების მიმართ მოთხოვნებს. [მუხლი 222 . გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშზე წვდომა 1. გადამხდელს უფლება აქვს, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისგან მიიღოს გადახდის ინიციირების მომსახურება, თუ შესაძლებელია ამ გადამხდელის საგადახდო ანგარიშზე ონლაინრეჟიმში წვდომა. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)] 2. თუ გადამხდელის მიერ გაცემულია გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე ცალსახა თანხმობა ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელის მიერ გადახდის ინიციირების მომსახურების მიღების უზრუნველსაყოფად ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები. 3. გადახდის ინიციირების მომსახურების გაწევისას: ა) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, ნებისმიერ დროს ფლობდეს გადახდის ინიციირების მომსახურებასთან დაკავშირებულ მომხმარებლის თანხას; ბ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები არ იყოს ხელმისაწვდომი სხვა ნებისმიერი პირისთვის, გარდა თავად მომხმარებლისა და ამ მახასიათებლების გამომშვები პირისა. გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი აგრეთვე ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების უსაფრთხო და ეფექტიანი არხებით გადაცემა; გ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შესახებ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა სხვა ნებისმიერი მიღებული ინფორმაციის მხოლოდ მიმღებისთვის მიწოდება მომხმარებლის ცალსახა თანხმობის საფუძველზე; დ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადახდის ინიციირების ყოველ ჯერზე გადამხდელის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება, აგრეთვე ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან, გადამხდელსა და მიმღებთან უსაფრთხო კომუნიკაცია განახორციელოს ამ კანონის 221 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად; ე) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, შეინახოს მომხმარებლის სენსიტიური საგადახდო მონაცემები; ვ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, მომხმარებელს მოსთხოვოს დამატებითი მონაცემები, გარდა გადახდის ინიციირების მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელი მონაცემებისა; ზ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, გამოიყენოს, წვდომა ჰქონდეს ან შეინახოს ნებისმიერი მონაცემი მხოლოდ გადამხდელის მიერ ცალსახად მოთხოვნილი გადახდის ინიციირების მომსახურების შესრულების მიზნით; თ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, შეცვალოს ოპერაციის თანხის ოდენობა, მიმღები ან სხვა მონაცემები. 4. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია: ა) განახორციელოს უსაფრთხო კომუნიკაცია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერთან ამ კანონის 221 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისგან საგადახდო დავალების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახადოს ან მიაწოდოს მას გადახდის ოპერაციის ინიციირების შესახებ, აგრეთვე გადახდის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია; გ) არ დაუშვას დისკრიმინაციული მიდგომა გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით მიღებულ საგადახდო დავალებასა და მის მიერ უშუალოდ გადამხდელისგან მიღებულ საგადახდო დავალებას შორის, მათ შორის, საგადახდო დავალების შესრულების დროის, პრიორიტეტულობის ან საკომისიოების თვალსაზრისით, გარდა ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევისა. [5. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს მისცეს მომხმარებლისთვის გადახდის ინიციირების მომსახურების მიწოდების საშუალება, მიუხედავად გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერსა და ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის ამ მიზნით სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობისა ან მისი შინაარსისა. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)] [მუხლი 223 . ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომა [1. მომხმარებელს უფლება აქვს, ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერისგან მიიღოს ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება, თუ შესაძლებელია ამ გადამხდელის საგადახდო ანგარიშზე ონლაინრეჟიმში წვდომა. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)] 2. ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების გაწევისას: ა) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს მომსახურება მიაწოდოს მხოლოდ მისი ცალსახა თანხმობის შემთხვევაში; ბ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები არ იყოს ხელმისაწვდომი სხვა ნებისმიერი პირისთვის, გარდა თავად მომხმარებლისა და ამ მახასიათებლების გამომშვები პირისა. ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი აგრეთვე ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების უსაფრთხო და ეფექტიანი არხებით გადაცემა; გ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია კომუნიკაციის თითოეული სესიისას მომხმარებლის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან/პროვაიდერებთან მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება, აგრეთვე ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან/პროვაიდერებთან და მომხმარებელთან განახორციელოს უსაფრთხო კომუნიკაცია ამ კანონის 221 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს უფლება აქვს, წვდომა ჰქონდეს მხოლოდ მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ საგადახდო ანგარიშებსა და ამ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციაზე; ე) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს არ აქვს უფლება, მოითხოვოს საგადახდო ანგარიშებთან დაკავშირებული სენსიტიური საგადახდო მონაცემები; ვ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს უფლება აქვს, გამოიყენოს, წვდომა ჰქონდეს ან შეინახოს ნებისმიერი მონაცემი მხოლოდ მომხმარებლის მიერ ცალსახად მოთხოვნილი ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების შესრულების მიზნით. ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია პერსონალური მონაცემები დაამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. საგადახდო ანგარიშებთან მიმართებით ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია: ა) განახორციელოს უსაფრთხო კომუნიკაცია ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერთან ამ კანონის 221 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) არ დაუშვას ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერის საშუალებით მიღებულ მოთხოვნებთან მიმართებით დისკრიმინაციული მიდგომა, გარდა ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევისა. [4. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს მისცეს მომხმარებლისთვის ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების მიწოდების საშუალება, მიუხედავად ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერსა და ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის ამ მიზნით სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობისა ან მისი შინაარსისა.“. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება