1. იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი წარმოადგენს კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატს.

2. იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემისა და მომსახურების გაწევისას სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების აღრიცხვას;

ბ) გაუქმებული ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას გაუქმებული სერტიფიკატების სიის გამოქვეყნების გზით;

გ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, ასევე, არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხისას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში,  ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაუქმებას.

3. იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი  გაიცემა კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან ერთად. დაუშვებელია იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის მოთხოვნა კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატისაგან დამოუკიდებლად.

4. იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი  უქმდება კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან ერთად. დაუშვებელია იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაუქმების მოთხოვნა კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატისაგან დამოუკიდებლა