1. განცხადება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის მიზნით წარედგინება  სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც განიხილავს განცხადებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შესაბამისი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს.

2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების განმეორებით გაცემის მოთხოვნა განმცხადებელმა შესაძლებელია წარადგინოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში ან ტერიტორიულ სამსახურში მიუსვლელად, სააგენტოს ვებგვერდიდან ჩამოტვირთული შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გზით, თუ პირს პერსონალური ავთენტიფიკაციის კოდის გამოყენებით (PIN1) შეუძლია გაიაროს იდენტიფიკაცია და გააქტიურებული აქვს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის კოდი (PIN3).

3. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და განბლოკვის კოდების განმეორებით გაცემის მოთხოვნა უფლებამოსილმა პირმა შეიძლება წარადგინოს მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

4. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის განმეორებით გაცემის თაობაზე სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, რომელზეც უნდა გაიცეს სერტიფიკატი განმეორებით.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული, სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში წარსადგენი განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანები