1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები უქმდება, თუ:

ა) გაუქმდა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა;

ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერდა;

გ) სერტიფიკატების გაუქმების თაობაზე განცხადება წარადგინა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელმა პირმა;

დ) განმცხადებელმა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გააქტიურებისთვის ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა საფასური;

ე) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხის შესახებ;

ვ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხის შესახებ.

2.  კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების  გაუქმება ავტომატურად არ იწვევს პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების გაუქმებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. გაუქმებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების აღდგენა დაუშვებელია.

4.  პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის იმავე კოდების ხელმეორედ გადაცემა დაუშვებელია.

5. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები უქმდება ერთდროულად, ერთი მოთხოვნის ფარგლებში. დაუშვებელია ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის დამოუკიდებლად გაუქმება.

თავი III

კვალიფიციური ელექტრონული შტამპის  და იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების გაცემისა და მომსახურების წესე