1. სააგენტოში წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მოთხოვნას ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი მომსახურებების მიღების შესახებ;
ბ) ორგანიზაციის დასახელებას; ხელმომწერი პირის სახელსა და გვარს; თანამდებობასა და ხელმოწერას;
გ) ხელმოწერის თარიღს;
დ) სააგენტოში განცხადების მატერიალური ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, განცხადების წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი).
2. სააგენტოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული განცხადების დანართი;
ბ) განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოწყობილობის კანონმდებლობით გათვალისწინებული, სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების განთავსების ადგილის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არაუგვიანეს განცხადების შეტანის დღისა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება, თუ განმცხადებელმა თანხა გადაიხადა სპეციალური ავტომატიზებული საგადახდო სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოსთვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ