1. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემისას და მისი მომსახურების გაწევისას სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატების აღრიცხვას;
ბ) გაუქმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას გაუქმებული სერტიფიკატების სიის გამოქვეყნების გზით;
გ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, არაუფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხისას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმებას.
2. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს სააგენტო გასცემს 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადით. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
3. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი სააგენტოს მიერ გაიცემა შემდეგი სახის კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებებზე:
ა) განმცხადებლის მიერ წარდგენილ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე;
ბ) განმცხადებლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე;
გ) სააგენტოს მიერ გაცემულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე;
დ) სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე. ამ შემთხვევაში გაიცემა ორი ერთეული კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ ახალ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე.
5. იურიდიულ პირს შეუძლია ისარგებლოს როგორც ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთდროულად რამდენიმე მომსახურებით, ისე ამავე პუნქტით განსაზღვრული რომელიმე მომსახურებით, შეუზღუდავი რაოდენობით. ერთ პირზე გაცემული ყველა სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს იდენტურ მონაცემებს. სერტიფიკატში ასახული ნებისმიერი სახის ინფორმაციის შეცვლით ახალი სერტიფიკატის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მანამდე გაცემული ყველა სერტიფიკატის გაუქმების შემდეგ.
6. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი შეიძლება გამოქვეყნდეს სერტიფიკატის მფლობელი პირის განცხადების საფუძველზ