1. განცხადება კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მიღების მიზნით წარედგინება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შესაბამის კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებასთან ერთად სააგენტოს უნდა წარედგინოს დანართი, რომლის ფორმაც მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. დანართი განმცხადებლის მიერ ივსება სააგენტოს ვებგვერდზე და მას შექმნისთანავე ენიჭება უნიკალური იდენტიფიკატორი. დანართის შექმნის შემდეგ მისი შინაარსის შეცვლა დაუშვებელია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანართის წარდგენა სააგენტოში შესაძლებელია მისი შექმნიდან ერთი თვის განმავლობაშ