განმცხადებელს შესაძლოა უარი ეთქვას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების, ასევე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების განმეორებით გაცემაზე, თუ:

ა) განცხადება  წარადგინა არაუფლებამოსილმა პირმა;

ბ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა გაუქმებულია ან შეჩერებულია;

გ) პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობა დაზიანებულია, რაც გამორიცხავს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების, პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების განმეორებით გაცემის შესაძლებლობას ან/და ვერ ხერხდება ინფორმაციის ჩაწერა პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე;

დ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის განმეორებით გაცემის მოთხოვნით სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში, პირს  გააქტიურებული არ აქვს ან/და არ შეუძლია გააქტიუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის კოდი (PIN3);

ე) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის განმეორებით გაცემის მოთხოვნით სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში, პირს არ შეუძლია გაიაროს ავტორიზაცია პერსონალური ავთენტიფიკაციის კოდით (PIN1