1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემისას და მომსახურების გაწევისას სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატების აღრიცხვას;

ბ) გაუქმებული სერტიფიკატების სიის გამოქვეყნების გზით გაუქმებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას;

გ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, არაუფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხისას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის  სერტიფიკატების გაუქმებას.

2. ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი წარმოადგენს კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატს.

3. ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემისას და მომსახურების გაწევისას სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების აღრიცხვას;

ბ) გაუქმებული სერტიფიკატების სიის გამოქვეყნების გზით გაუქმებული ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას;

გ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, ასევე, არაუფლებამოსილი პირის მიერ ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხისას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში, ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაუქმება