წინამდებარე შეთანხმება შესრულებულია ორ ეგზემპლარად ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ნებისმიერი განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერნი, რომელთაც შესაბამისი მთავრობების მიერ მინიჭებული აქვთ სათანადო უფლებამოსილება, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია პეკინში, 2017 წლის 13 მაისი, თითოეული მხარე შეინახავს თითო ასლს ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით
[1] წინამდებარე მუხლი გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით.
[2]ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ (TBT) შეთანხმების პირველ დანართში მოცემული ტექნიკური რეგულაციის განსაზღვრების შესაბამისად, სავალდებულო სტანდარტები წარმოადგენს ტექნიკურ რეგულაციებს.
[3] თუ მომსახურების მიწოდება იურიდიული პირის მიერ არ ხორციელდება პირდაპირ, არამედ კომერციული წარმომადგენლობის სხვა ფორმების საშუალებით, როგორებიცაა ფილიალი ან წარმომადგენლობა, მომსახურების მიმწოდებელი (ანუ იურიდიული პირი), მიუხედავად ამგვარი კომერციული წარმომადგენლობისა, იღებს სხვა მომსახურების მიმწოდებლისთვის ამ თავით გათვალისწინებულ მოპყრობის რეჟიმს. ამგვარი რეჟიმი ვრცელდება კომერციულ წარმომადგენლობაზე, რომლის საშუალებითაც ხდება მომსახურების მიწოდება და არ არის აუცილებელი გავრცელდეს მომსახურების მიმწოდებლის სხვა ნებისმიერ ნაწილზე მხარის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, სადაც ხორციელდება მომსახურების მიწოდება.
[4] ამ მუხლით წარმოდგენილი სპეციფიკური ვალდებულებები არ უნდა განიმარტოს ისე, რომ მოეთხოვოს მხარეს მოახდინოს ნებისმიერი არახელსაყრელი კონკურენტული პირობების კომპენსირება, რომელიც გამოწვეულია შესაბამისი მომსახურების ან მომსახურების მიმწოდებლის უცხოური წარმომავლობით.
[5] თუ მხარე იღებს ბაზარზე დაშვების ვალდებულებას მომსახურების მიწოდებასთან მიმართებით 8.2 მუხლის (u)(i) ქვეპუნქტში მითითებული მიწოდების რეჟიმის საშუალებით და თუ კაპიტალის ტრანსსასაზღვრო მოძრაობა არის თავად მომსახურების არსებითი ნაწილი, მაშინ ეს მხარე ამ შეთანხმების შესაბამისად, ვალდებულია დაუშვას კაპიტალის მოძრაობა. თუ მხარე იღებს ბაზარზე დაშვების ვალდებულებას მომსახურების მიწოდებასთან მიმართებით 8.2 მუხლის (u)(iii) ქვეპუნქტში მითითებული მიწოდების რეჟიმის საშუალებით, მაშინ ეს მხარე ამ შეთანხმების შესაბამისად ვალდებულია დაუშვას მის ტერიტორიაზე კაპიტალის შესაბამისი გადატანა.
[6] 2(c) პუნქტი არ ვრცელდება მხარის ზომებზე, რომლებიც ზღუდავს წარმოების ხარჯებს მომსახურების მიწოდებისთვის.
[7] ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „არაწევრი მხარე“ არ მოიცავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შემდეგ წევრებს, როგორც ეს განმარტებულია WTO-ს შეთანხმებაში: (1) ჰონგ-კონგი, ჩინეთი; (2) მაკაო, ჩინეთი; და (3) ტაივანის, პენგუს, კინმენის და მატსუს (ჩინეთის ტაიპეი) გამოყოფილი საბაჟო ტერიტორია.
[8] ტერმინი „შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები” ეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომელთა წევრობაც ღიაა ამ შეთანხმების მხარეების შესაბამისი ორგანოებისათვის.
[9] „თვითრეგულირებადი ორგანიზაციები“ არიან ან (a) არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს კანონით მინიჭებული ძალაუფლება, უფლებამოსილება, რათა მართოს საკუთარი წევრები ქცევის წესების მიღების, ზედამხედველობისა და აღსრულების გზით მრეწველობაში სამართლიანი, ეთიკური და ეფექტური პრაქტიკისათვის ან (b) მხარის კანონებითა და წესებით სხვაგვარად განსაზღვრული.
[10] ჩინეთისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული „დაინტერესებული პირი“ შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირები, რომელთა პირდაპირ ფინანსურ ინტერესებზე შეიძლება პოტენციურად გავლენა მოახდინოს საერთო გამოყენების წესების მიღებამ; საქართველოსათვის –
ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს საჯარო ინფორმაციას საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
[11] მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარე მეორე მხარის ფიზიკური პირებისგან ითხოვს საიმიგრაციო ფორმალობის მიღებას, არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ამ დანართით მეორე მხარისთვის მინიჭებული სარგებლის გაბათილება ან შემცირება.
[12] სადაც ვალდებულება აღებულია „მთლიანად უცხოურ საკუთრებაში არსებულ საწარმოებთან” მიმართებაში, ასევე დაშვებულია ერთობლივ საწარმოში უცხოური კაპიტალის უმრავლესობით ან უმცირესობით ფლობა, თუ ჩინეთის კანონებით და რეგულაციებით განსაკუთრებული მოთხოვნები არაა გათვალისწინებული.
[13] ამ ცხრილის მიზნებისთვის, შეზღუდვები ან ვალდებულებები რომლებიც მიუთითებს „უცხოურ” ან „ქართულ” მონაწილეობაზე ქართული მომსახურების მიმწოდებლის მიერ კომპანიაში, საწარმოში, ფირმაში ან სხვა ტიპის კომერციულ წარმომადგენლობაში (იქნება ეს „მთლიანად უცხოურ საკუთრებაში”, „უცხოური კაპიტალის უმეტესობით ფლობის”, „უცხოური ინვესტიციის”, „უცხოური საკუთრების”, „უცხოური კაპიტალის უმცირესობით ფლობის” ან უხოური მონაწილეობის სხვა ნებისმიერი ფორმით ჩინეთის კანონმდებლობაში აღნიშნული) გულისხმობს, რომ არა ჩინური კაპიტალის მტლიანი მონაწილეობა ნებისმიერი წარმოშობით და მეპატრონობით, მათ შორის მაგრამ არა ექსკლუზიურად, ქართველის მომსახურების მიმწოდებლების მონაწილეობას. ზემოხსენებული უცხოური კაპიტალის მონაწილეობის სახეები არ უნდა აჭარბებდეს, კოლექტიურად ან ინდივიდუალურად, ჩინეთის ვალდებულებებს WTO-ში, გარდა მეტად უპირატესი ვალდებულებებისა ჩინეთ-საქართველოს თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმებაში, რამდენადაც დაშვებულია ჩინეთის ამდროინდელი კანონებით, რეგულაციებით და წესებით.
[14] ჩინეთის კანონების, რეგულაციებისა და სხვა ზომების მიხედვით გაფორმებული „საკონტრაქტო ერთობლივი საწარმოების“ დამფუძნებელი კონტრაქტის პირობები არეგულირებს საკითხებს, როგორიცაა ერთობლივი საწარმოს მართვისა და საქმიანობის, ისევე როგორც ერთობლივი საწარმოს მხარეების ინვესტიციების, ან სხვა შენატანების, ფორმა. საკონტრაქტო ერთობლივი საწარმოების ყველა მხარის წილობრივი მონაწილეობა არ არის აუცილებელი. „საწარმო უცხოური ინვესტიციით“ ცხრილში გულისხმობს „ჩინურ-უცხოური ერთობლივი სააქციო საწარმოს შესახებ კანონის“, „ჩინურ-უცხოური საკონტრაქტო ერთობლივი საწარმოების შესახებ კანონის“ და „უცხოური კაპიტალის საწარმოების შესახებ კანონის“ შესაბამისად ჩამოყალიბებული ან სხვაგვარად ორგანიზებულ საწარმოს.
[15] “ბიზნეს ვიზიტორი” გულისხმობს საქართველოს ფიზიკურ პირს, ვინც: (a) მომსახურების გამყიდველი, რომელიც საქართველოს მომსახურების მიმწოდებლის გაყიდვების წარმომადგენელია და სურს დროებით შესვლა ჩინეთში მომსახურების მიმწოდებლის მომსახურების გაყიდვის მიზნით მოლაპარაკებების საწარმოებლად, სადაც ასეთი წარმომადგენელი არ ერთვება გაყიდვებში ფართო საზოგადოებისთვის მომსახურების პირდაპირი მიყიდვით ან მიწოდებით; ან (b) ქართველი ინვესტორი, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც სურს დროებით შესვლა ჩინეთში ამ ინვესტორის კომერციული წარმომადგენლობის დაფუძნების, გაფართოების, მონიტორის, ან განკარგვის მიზნით.
[16] „მენეჯერი” გულისხმობს ორგანიზაციის ფიზიკურ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, ან მის დეპარტამენტს ან ქვედანაყოფს, ზედამხედველობს და აკონტროლებს სხვა ზედამხედველი, პროფესიონალი ან მენეჯერი დაქირავებულების სამუშაოს, აქვს უფლებამოსილება დაიქირაოს ან გაათავისუფლოს, ან განახორციელოს სხვა დასაქმებასთან დაკავშირებული ქმედება (როგორიცაა დაწინაურება ან შვებულების ნებართვა), და ახორციელებს დისკრეციულ ძალაუფლებას ყოველდრიურ სამუშაოზე.
[17] „აღმასრულებელი” გულისხმობს ორგანიზაციის ფიზიკურ პირს ვინც ხელმძღვანელობს ორგანიზაციის მენეჯმენტს, ისინი სარგებლობენ ფართო უფლებამოსილებით გადაწყვეტილებების მიღებისას და მათზე ხორციელდება მხოლოდ ზოგადი კონტროლი ან ხელმძღვანელობა უფრო მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირების, დირექტორთა საბჭოს ან აქციონერების მხრიდან. ხელძღვანელი პირები არ ახორციელებენ ისეთ ფუნქციებს, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ორგანიზაციის მიერ მომსახურების მიწოდებასთან.
[18] „სპეციალისტი” გულისხმობს ორგანიზაციაში მომუშავე პირს, რომელიც მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევა და ფლობს უწყვეტ გამოცდილებას და გააჩნია ორგანიზაციის მომსახურების სახეების, სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, ტექნოლოგიების ან მართვის მაღალი დონის ცოდნა.
[19] „საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებელი” გულისხმობს საქართველოს ფიზიკურ პირს, ვინც: (a) დასაქმებულია საქართველოს მომსახურების მიმწოდებლის ან საწარმოს მიერ, იქნება ეს კომპანია, პარტნიორობა თუ ფირმა, ვინც შედის ჩინეთში დროებით მომსახურების მისაწოდებლად მისი დამსაქმებლისა და ჩინეთის მომსახურების მიმღებს შორის კონტრაქტის თანახმად; (b) საქართველოს კომპანიის, პარტნიორობის ან ფირმის მიერაა დასაქმებული, რომელსაც ჩინეთში, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება, კომერციული წარმომადგენლობა არ ჰყავს; (c) ანაზღაურებას ღებულობს დამსაქმებლისგან; და (d) აქვს შესაბამისი მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო განათლება და პრფესიული კვალიფიკაცია.
[20] ჩინეთის ვალდებულებები გაწერილია თანდართულ ფაილებში: ძირითადი სატელეკომუნიკაციო ვალდებულებების გაწერისთვის დოკუმენტი (S/GBT/W/2/REV/1) და სპექტრის ხელმისაწვდომობის ბაზარზე დაშვების შეზღუდვები (S/GBT/W/3).
ყველა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო მომსახურებამ უნდა გაიაროს ჩინეთის ტელეკომუნიკაციების ორგანოს მიერ დადგენილი პუნქტები, რომელიც მოქმედებს, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო მითითებითი დოკუმენტის მე-5 პუნქტის პრინციპების შესაბამისად.
[21] მომსახურება გრუნტის ამოღების ჩათვლით, რომელიც დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან.
[22] CPC 518-ის დაფარვა შემოიფარგლება მხოლოდ მშენებლობის და/ან დასანგრევი აპარატების ოპერატორით დაქირავება და ლიზინგით, რომელსაც ფლობს და იყენებს უცხოური სამშენებლო საწარმო მომსახურების მიწოდებისას.
* ვალდებულება არ არის აღებული, რადგან ტექნიკურად შეუძლებელია განხორციელება.
[23] იხილეთ WTO-ში ჩინეთის გაერთიანებაზე სამუშაო ჯგუფის ანგარიშის პარაგრაფი 310.
* ვალდებულება არ არის აღებული, რადგან ტექნიკურად შეუძლებელია განხორციელება.
* ვალდებულება არ არის აღებული, რადგან ტექნიკურად შეუძლებელია განხორციელება.
[24] მოიცავს ნებისმიერი ტიპის კაბელს.
[25] მეტი სიცხადისთვის, TRIPS-ის შეთანხმება მოიცავს ნებისმიერ მოქმედ ოქმს შეთანხმებაში შესწორებათა შეტანის შესახებ, ასევე მხარეთა შორის TRIPS-ის შეთანხმების ნებისმიერი დებულების გაუქმებას, WTO-ს წევრთა მიერ, WTO-ს შეთანხმების შესაბამისად.
[26] მხარეებმა ცნობისათვის გაცვალეს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში არსებული მათი კანონმდებლობის ინგლისური თარგმანი. ნებისმიერი ახალი კანონის და/ან არსებულ კანონმდებლობაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეები თანხმდებიან უზრუნველყონ ამ ახალი კანონის და/ან შესწორების ინგლისური ვერსიის წარმოდგენა ცნობისთვის.
[27] ამ შეთანხმების მიზნებისათვის, „საგადასახადო კონვენცია“ ნიშნავს კონვენციას ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით ან დაბეგვრის შესახებ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, რომლის მხარეებს წარმოადგენენ ორივე მხარ