1. ამ მუხლის მიზნებისათვის, ტერმინი „საგადასახადო ზომები“ არ მოიცავს ნებისმიერ საბაჟო ან იმპორტის მოსაკრებლებს.

2. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეს შეთანხმება არ ვრცელდება საგადასახადო ზომებზე.

3. ეს შეთანხმება მხოლოდ ანიჭებს უფლებებს ან აკისრებს ვალდებულებებს საგადასახადო ზომებთან დაკავშირებით, რომელშიც ასევე მინიჭებულია ან დაკისრებულია შესაბამისი უფლებები ან მოვალეობები GATT 1994-ის III მუხლის შესაბამისად.

4. მე-3 პუნქტის მიუხედავად, ეს შეთანხმება:

a) არ ავალდებულებს მხარეს, ამ შეთანხმებაში გამოიყენოს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის ნებისმიერი ვალდებულება მხარესთან შეთანხმებული შეღავათის მიმართ, ნებისმიერი საგადასახადო კონვენციის შესაბამისად;[27]

b) არ ვრცელდება:

i. ნებისმიერი საგადასახადო ზომის შეუსაბამო დებულებაზე, რომელსაც იცავს მხარე ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღეს

ii. ნებისმიერი ასეთი საგადასახადო ზომის გაგრძელებასა ან სწრაფ განახლებაზე,iii. ნებისმიერი ასეთი საგადასახადო ზომის შესწორებაზე იმის გათვალისწინებით, რომ ეს ცვლილება არ შეამცირებს საგადასახადო ზომის ამ შეთანხმებასთან შესაბამისობას, როგორც იგი არსებობდა ამ შესწორებამდე;

c) ხელს არ უშლის მხარეს, გამოიყენოს ან აღასრულოს ნებისმიერი საგადასახადო ზომა, რომელიც მიზნად ისახავს სამართლიან ან ეფექტურ დაბეგვრას ან გადასახადების ამოღებას;

d) ხელს არ უშლის მხარეს, გამოიყენოს ან შეასრულოს დებულება, რომელიც განსაზღვრავს მიღებას ან გახანგრძლივებულ მიღებას შეღავათისა, რომელიც დაკავშირებულია საპენსიო ტრასტში, საპენსიო ფონდში ან სხვა ორგანიზაციაში გაკეთებულ შენატანებთან ან მათ შემოსავალთან პენსიის დანიშვნის, პენსიით ან მსგავსი შეღავათებით უზრუნველყოფის მიზნით იმის მოთხოვნით, რომ მხარე ასეთ ტრასტზე, ფონდზე ან სხვა ორგანიზაციაზე შეინარჩუნებს უწყვეტ იურისდიქციას, რეგულირების ბერკეტს და ზედამხედველობას.

5. ეს შეთანხმება არ ახდენს რაიმე გავლენას ნებისმიერი საგადასახადო კონვენციით გათვალისწინებულ რომელიმე მხარის უფლებებსა და მოვალეობებზე. საგადასახადო ღონისძიებასთან დაკავშირებით ამ შეთანხმებასა და ნებისმიერ ასეთ საგადასახადო კონვენციას შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, ამ უკანასკნელს ენიჭება უპირატესობა ამ შეუსაბამობის კუთხით. რაც შეეხება საგადასახადო კონვენციას მხარეთა შორის, ნებისმიერი შეუსაბამობის არსებობის დადგენის მიზნით გამართულ ნებისმიერ კონსულტაციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს თითოეული მხარის კომპეტენტურმა ორგანომ, ამავე საგადასახადო კონვენციის თანახმა