1. მხარეები შესაძლოა შეთანხმდნენ წერილობით ამ შეთანხმების შეცვლაზე. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი პროცედურების შესაბამისად. ამგვარი ცვლილება წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

2. მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმების ან იმ ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმების დებულებებში რაიმე ცვლილების შეტანის შემთხვევაში, რომელთა მხარეებს ორივე მხარე წარმოადგენს და რომლებიც ინკორპორირებულია წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეები მოითათბირებენ მოახდინონ თუ არა წინამდებარე შეთანხმებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა, თუ წინამდებარე შეთანხმება არ ადგენს სხვაგვარა