1. როდესაც მხარე დგას სერიოზული საგადასახდელო ბალანსის და გარე ფინანსური სირთულეების ან ამასთან დაკავშირებული საშიშროების წინაშე, მას შეუძლია:

a) საქონლით ვაჭრობის შემთხვევაში, GATT 1994-ის და WTO-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული 1994 წლის ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების საგადამხდელო ბალანსის დებულებების განმარტების შესაბამისად, , მიიღოს შემზღუდველი საიმპორტო ზომები;

b) მომსახურებით ვაჭრობის შემთხვევაში, მიიღოს ან შეინარჩუნოს შეზღუდვები მომსახურებით ვაჭრობაზე, რაზეც აღებული აქვს კონკრეტული ვალდებულებები, მათ შორის გადასახადებსა და ტრანსფერებზე იმ გარიგებებთან მიმართებით, რომლებიც დაკავშირებულია ასეთ ვალდებულებებთან.

2. პირველი პუნქტის “b” ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული ან შენარჩუნებული შეზღუდვები:

a) უნდა შეესაბამებოდნენ შეთანხმების მუხლებს, რომელიც ეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდს;

b) არ უნდა უშვებდნენ მეორე მხარის კომერციული, ფინანსური და ეკონომიკური ინტერესების ზედმეტად დაზიანებას;

c) არ უნდა აღემატებოდნენ იმ საჭიროებებს, რაც აუცილებელია გარემოებებთან გასამკლავებლად, როგორც აღწერილია 1-ლ პუნქტში;

d) უნდა იყოს დროებითი და მათი დასრულება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, როგორც კი გაუმჯობესდება სიტუაცია, მითითებული 1-ლ პუნქტში; და

e) უნდა იქნენ გამოყენებული არადისკრიმინაციულ საფუძველზე ისეთნაირად, რომ მეორე მხარეზე, არ გავრცელდეს ნაკლებად ხელსაყრელი მოპყრობა ვიდრე სხვა არაწევრი მხარეზე.

3. შეზღუდვების მოქმედების სფეროს განსაზღვრისას მხარეს შეუძლია პრიორიტეტი მიანიჭოს ეკონომიკურ სექტორებს, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური განვითარებისთვის. თუმცა, ასეთი შეზღუდვები არ უნდა იქნეს მიღებული ან შენარჩუნებული კონკრეტულ სექტორის დაცვის მიზნით.

4. ნებისმიერი შეზღუდვა, მიღებული ან შენარჩუნებული მხარის მიერ 1-ლი პუნქტის თანახმად, ან მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე მხარეს.

5. მხარემ, რომელიც ღებულობს ან ინარჩუნებს რაიმე შეზღუდვას 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა დაიწყოს კონსულტაციები მეორე მხარესთან, რათა გადაიხედოს მის მიერ გამოყენებული შეზღუდვები.

თავი 17

დასკვნითი დებულებე