1. მეორე (საქონლით ვაჭრობა), მესამე (წარმოშობის წესები და განხორციელების პროცედურები), მეოთხე (საბაჟო პროცედურები და ვაჭრობის ხელშეწყობა), მეხუთე (სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები), მეექვსე (ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში), მეშვიდე (ვაჭრობის დაცვის საშუალებები) თავების და აღნიშნული თავების დანართების მიზნებისთვის, GATT 1994-ის XX მუხლი, მათ შორის მისი განმარტებითი შენიშვნები, ინკორპორირებულია და წარმოადგენს ამ შეთანხმების ნაწილს, mutatis mutandis.
2. მერვე თავის (მომსახურებით ვაჭრობა) და მისი დანართის მიზნებისთვის, GATS-ის XIV მუხლი, მათ შორის მისი შენიშვნები (სქოლიო), ინკორპორირებულია და წარმოადგენს ამ შეთანხმების ნაწილს, mutatis mutandi