მე-2 (საქონლით ვაჭრობა), მე-3 (წარმოშობის წესები), მე-4 (საბაჟო პროცედურები და ვაჭრობის ხელშეწყობა), მე-5 (ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში), მე-6 (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები), მე-7  (ვაჭრობაში დაცვითი ზომები) თავების და აღნიშნული თავების დანართების მიზნებისთვის, GATT 1994-ის XX მუხლი, მათ შორის მისი განმარტებითი შენიშვნები, ინკორპორირებულია და წარმოადგენს  ამ შეთანხმების ნაწილს, mutatis mutandis.

მე-8 თავის (მომსახურებით ვაჭრობა) და მე-10 (დაფუძნება) თავის და აღნიშნული თავების დანართების მიზნებისთვის, GATS-ის XIV მუხლი, მათი სქოლიოების ჩათვლით, ინკორპორირებულია და წარმოადგენს ამ შეთანხმების ნაწილს, mutatis mutandi