მხარეები შეეცდებიან თავიდან აიცილონ შეზღუდვების დაწესება საგადამხდელო ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად.
როდესაც მხარეს გააჩნია სერიოზული საგადასახდელო ბალანსის და გარეფინანსური სირთულეების მდგომარეობა ან დგას ამგვარი საშიშროების წინაშე, მას შეუძლია:
საქონლით ვაჭრობის შემთხვევაში, GATT 1994-ის და WTO-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული 1994 წლის ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების საგადამხდელო ბალანსის დებულებების განმარტების შესაბამისად, მიიღოს ან შეინარჩუნოს შემზღუდველი საიმპორტო ზომები;
მომსახურებით ვაჭრობის შემთხვევაში, მიიღოს ან შეინარჩუნოს შეზღუდვები მომსახურებით ვაჭრობაზე, რაზეც აღებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის, გადასახადებსა და ტრანსფერებზე იმ გარიგებებთან მიმართებით, რომლებიც დაკავშირებულია ასეთ ვალდებულებებთან; და
მე-10 თავის (დაფუძნება) ქვეშ დაფუძნების შემთხვევაში, GATS-ის XII მუხლის 1 და 3 პუნქტების შესაბამისად, მიიღოს ან შეინარჩუნოს საგადამხდელო ბალანსის უზრუნველყოფის შეზღუდვები.
მეორე პუნქტის “b” ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული ან შენარჩუნებული შეზღუდვები:
უნდა შეესაბამებოდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სადამფუძნებლო შეთანხმებას;
არ უნდა უშვებდნენ მეორე მხარის კომერციული, ფინანსური და ეკონომიკური ინტერესების ზედმეტად დაზიანებას;
არ უნდა აღემატებოდნენ იმ საჭიროებებს, რაც აუცილებელია გარემოებებთან გასამკლავებლად, როგორც აღწერილია მე-2 პუნქტში;
უნდა იყოს დროებითი და მათი დასრულება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, როგორც კი გაუმჯობესდება სიტუაცია, მითითებული მე-2 პუნქტში; და
უნდა იქნენ გამოყენებული არადისკრიმინაციულ საფუძველზე ისეთნაირად, რომ მეორე მხარეზე, არ გავრცელდეს ნაკლებად ხელსაყრელი მოპყრობა ვიდრე სხვა არახელშემკვრელ მხარეზე.
მე-2 პუნქტის თანახმად მიღებული ან შენარჩუნებული ზომების მოქმედების სფეროს განსაზღვრისას მხარეს შეუძლია პრიორიტეტი მიანიჭოს ეკონომიკურ სექტორებს, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური განვითარებისთვის. თუმცა, ასეთი შეზღუდვები არ უნდა იქნეს მიღებული ან შენარჩუნებული კონკრეტული სექტორის დაცვის მიზნით.
ნებისმიერი შეზღუდვა, მიღებული ან შენარჩუნებული მხარის მიერ მე-2 პუნქტის თანახმად, ან მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ეცნობება მეორე მხარეს ამგვარი ზომების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში.
მხარემ, რომელიც ღებულობს ან ინარჩუნებს რაიმე შეზღუდვას მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების თარიღიდან 45 დღის განმავლობაში უნდა დაიწყოს კონსულტაციები მეორე მხარესთან, რათა გადაიხედოს მის მიერ მიღებული და შენარჩუნებული შეზღუდვები.
დასკვნითი დებულებე