წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება მანამდე, სანამ რომელიმე მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 180 დღის შემდეგ.
პირველ პარაგრაფში მოცემული შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში, რომელიმე მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა, რათა გადაწყდეს, შეწყდეს თუ არა წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი დებულების მოქმედება უფრო გვიან, ვიდრე ეს განსაზღვრულია პირველი პარაგრაფით. ამგვარი კონსულტაციები დაიწყება მოთხოვნის მეორე მხარისთვის გადაცემიდან 30 დღის განმავლობაში და დასრულდება დებულების მოქმედების შეწყვეტამდე პირველი პარაგრაფით დადგენილი წესის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერნი, რომელთაც შესაბამისი მთავრობების მიერ მინიჭებული აქვთ სათანადო უფლებამოსილება, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია 2018 წლის 28 ივნისს ჰონგ კონგში ორ ეგზემპლარად ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის მთავრობის სახელით
გენადი არველაძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
ედვარდ იუა თან-ვა
კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი
1 TBT შეთანხმების პირველ დანართში მოცემული ტექნიკური რეგლამენტის განსაზღვრების შესაბამისად, სავალდებულო სტანდარტები ასევე ჯდება ტექნიკური რეგლამენტების ფარგლებში.
2 თუ მომსახურების მიწოდება არ ხორციელდება პირდაპირ იურიდიული პირის მიერ, არამედ კომერციული წარმომადგენლობის სხვა ფორმების საშუალებით, როგორებიცაა ფილიალი ან წარმომადგენლობა, მომსახურების მიმწოდებელი (ანუ იურიდიული პირი), მიუხედავად ამგვარი კომერციული წარმომადგენლობისა, იღებს სხვა მომსახურების მიმწოდებლისთვის ამ თავით გათვალისწინებულ მოპყრობის რეჟიმს. ამგვარი რეჟიმი ვრცელდება კომერციულ წარმომადგენლობაზე, რომლის საშუალებითაც ხდება მომსახურების მიწოდება და არ არის აუცილებელი გავრცელდეს მომსახურების მიმწოდებლის სხვა ნებისმიერ ნაწილზე მხარის სივრცის ფარგლებს გარეთ, სადაც ხორციელდება მომსახურების მიწოდება.
3 ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციფიკური ვალდებულებები არ უნდა განიმარტოს ისე, რომ მხარეს მოეთხოვოს შესაბამისი მომსახურების ან მომსახურების მომწოდებლების უცხოური ხასიათიდან გამომდინარე კონკურენტული ზიანის ანაზღაურება.
4 თუ მხარე იღებს ბაზარზე დაშვების ვალდებულებას მომსახურების მიწოდებასთან მიმართებით მუხლი 1-ის (განმარტებები) (r)(i) ქვეპუნქტში მითითებული მიწოდების რეჟიმის საშუალებით და თუ კაპიტალის ტრანსსასაზღვრო მოძრაობა არის თავად მომსახურების არსებითი ნაწილი, მაშინ ეს მხარე ამ შეთანხმების შესაბამისად, ვალდებულია დაუშვას კაპიტალის მოძრაობა. თუ მხარე იღებს ბაზარზე დაშვების ვალდებულებას მომსახურების მიწოდებასთან მიმართებით მუხლი 1-ის (განმარტებები) (r)(iii) ქვეპუნქტში მითითებული მიწოდების რეჟიმის საშუალებით, მაშინ ეს მხარე, ამ შეთანხმების შესაბამისად, ვალდებულია დაუშვას მის სივრცეში კაპიტალის შესაბამისი მოძრაობა.
5 2(c) ქვეპუნქტი არ ვრცელდება მხარის ზომებზე, რომლებიც ზღუდავს წარმოების ხარჯებს მომსახურების მიწოდებისთვის.
6 ტერმინი „შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები“ ეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომელთა წევრობაც ღიაა ამ შეთანხმების მხარეების შესაბამისი ორგანოებისათვის.
7 მიიჩნევა, რომ არაფერი ამ თავში არ უნდა იყოს აღქმული იმგვარად, რომ დააწესოს რაიმე ვალდებულება ინვესტიციების დაცვის საკითხებზე, როგორიცაა: ექსპროპრიაციისგან დაცვა, სრული დაცვა და უსაფრთხოება და ინვესტიციების დაცვის სხვა საკითხები.
8 მიიჩნევა, რომ მე-8 თავის (მომსახურებით ვაჭრობა) მოქმედების სფეროდან სპეციალურად ამოღებული მომსახურების სახეები არ ხვდება ამ თავის მოქმედების სფეროში.
9 მიიჩნევა, რომ ინვესტიციების დაცვის შეთანხმებებში, რომლის მხარეებიც არიან ჰონგ კონგი, ჩინეთი და საქართველო, დავების მოგვარების არცერთი მექანიზმი არ არის გამოყენებადი ამ თავის სავარაუდო დარღვევების მიმართ.
10 ქართული მხარე თანახმაა მიაწოდოს ჰონგკონგ, ჩინეთის მხარეს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში არსებული ან ახალი კანონმდებლობის ან მისი ცვლილების ინგლისური თარგმანი. ხოლო ჰონგკონგ, ჩინეთი თანახმაა, რომ ქართულ მხარეს, ინგლისურ ენაზე, მიაწოდოს არსებული ან ახალი კანონმდებლობა ან მისი ცვლილება სასერტიფიკაციო ნიშნის და კოლექტიური ნიშნის შესახებ ამ თავის მე-19 მუხლის (კომუნიკაცია) შესაბამისად, მას მერე, რაც ძალაში შევა ასეთი კანონი ან მისი ცვლილებ