მე-15 მუხლით (კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერება) გათვალისწინებული პროცედურების შეუზღუდავად, თუ მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მან აღმოფხვრა შეუსაბამობა, რომელიც საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა ან შეასრულა წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, იგი უფლებამოსილია წერილობითი შეტყობინება გადასცეს საჩივრის წარმდგენ მხარეს, აღწერასთან ერთად, თუ როგორ აღმოფხვრა შეუსაბამობა ან თუ როგორ შეასრულა წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის წარმდგენი მხარე არ ეთანხმება აღნიშნულს, მას შეუძლია საკითხი გადაუგზავნოს თავდაპირველ საარბიტრაჟო ტრიბუნალს აღნიშნული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 45 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივრის წარმდგენმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერება.
საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა გამოსცეს თავისი ანგარიში წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საჩივრის წარმდგენი მხარის მიერ საკითხის გადაცემიდან 60 დღის განმავლობაში. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაასკვნის, რომ მოპასუხე მხარემ აღმოფხვრა შეუსაბამობა ან შეასრულა წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერებ