თუ თავის ანგარიშში საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაადგენს, რომ სადავო ღონისძიება შეუსაბამოა წინამდებარე შეთანხმებასთან ან მოპასუხე მხარემ არ შეასრულა წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე ნაკისრი  ვალდებულებები, მოპასუხე მხარემ უნდა აღმოფხვრას შეუსაბამობა ან შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

მოპასუხე მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები. თუ დაუყოვნებლივი შესრულება შეუძლებელია, მოპასუხე მხარემ უნდა შეასრულოს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები გონივრულ ვადაშ