მომჩივანი მხარე უფლებამოსილია, საქმის განხილვის მიზნით, წერილობითი ფორმით მოითხოვოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბება იმ შემთხვევაში, თუ:
მე-4 მუხლით (კონსულტაციები) გათვალისწინებული კონსულტაციების მეშვეობით ვერ მოგვარდება:
ფრიად სასწრაფო სადავო საკითხები, მათ შორის, მალფუჭებად საქონელთან დაკავშირებით, მოთხოვნის მიღების თარიღიდან 30 დღის განმავლობაში; ან
სხვა ყველა დანარჩენი საკითხი, მოთხოვნის მიღების თარიღიდან 60 დღის განმავლობაში; ან
წინამდებარე თავის მე-4 მუხლის (კონსულტაციები) მე-4 პუნქტი ამოქმედდება.
საჩივრის წარმდგენმა მხარემ, მოთხოვნაში უნდა მიუთითოს, გაიმართა თუ არა კონსულტაციები, განსაზღვროს კონკრეტული სადავო ღონისძიება/ღონისძიებები, წარმოადგინოს საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების მოკლე მიმოხილვა, საკმარისი იმისათვის, რომ ნათლად აღიწეროს პრობლემა და უზრუნველყოს მოთხოვნის ჩაბარება მეორე მხარისთვის.
საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბების თარიღად მიიჩნევა უკანასკნელი არბიტრის დანიშვნის თარიღ