მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეთანხმდნენ კეთილი სამსახურის, მორიგებისა და მედიაციის პროცედურის გამოყენებაზე. მათ შეუძლიათ მედიაციის პროცესის დაწყება, გაგრძელება ან შეწყვეტა ნებისმიერ დროს, მათ შორის წინამდებარე თავით განსაზღვრული საარბიტრაჟო ტრიბუნალის პროცედურების მიმდინარეობისას.
კეთილი სამსახურის, მორიგებისა და მედიაციის პროცედურები, მათ შორის აღნიშნული პროცედურების მიმდინარეობისას მხარეების მიერ გაჟღერებული პოზიციები, უნდა იყოს კონფიდენციალური და არ უნდა ზღუდავდეს რომელიმე მხარის უფლებებს ნებისმიერ შემდგომ და სხვა პროცესშ