თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ერთობლივი კომისია იღებს გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს მის ფუნქციაში შემავალ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ეს განსაზღვრულია მე-2 მუხლით (თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისიის ფუნქციები), ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. თუ მხარის წარმომადგენელი ერთობლივ კომისიაში დათანხმდა გადაწყვეტილებას მხარის შიდასამართლებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით, გადაწყვეტილება ძალაში შევა იმ თარიღიდან, როდესაც მხარე შეატყობინებს, რომ მისი შიდასამართლებრივი მოთხოვნები დაკმაყოფილდა, თუ თვითონ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ძალაში შესვლის უფრო გვიანი თარიღი. მხარემ შესაძლოა დროებით გამოიყენოს ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება მის ძალაში შესვლამდე, სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისია შეიკრიბება შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში. შემდგომში საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვეულებრივ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ასეთი შეხვედრების თავმჯდომარეობას მონაცვლეობით შეითავსებს თითოეული მხარე. FTA ერთობლივი კომისია განსაზღვრავს საკუთარ საპროცედურო წესებს.
მხარეებს ნებისმიერ დროს წერილობითი გზით შეუძლიათ მოითხოვონ FTA ერთობლივი კომისიის სპეციალური შეხვედრის გამართვა. აღნიშნული შეხვედრა უნდა გაიმართოს წერილობითი თხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ.
FTA ერთობლივი კომისია ჩვეულებრივ შეიკრიბება მაღალი თანამდებობის პირთა დონეზე, თუ რომელიმე მხარე არ მოითხოვს შეხვედრის გამართვას უფრო მაღალ დონეზე.
მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, თითოეული მხარე ვალდებულია ჩამოაყალიბოს FTA ერთობლივი კომისიის საკუთარი დელეგაციის შემადგენლობა.
FTA ერთობლივი კომისიის თავმჯდომარე მხარე უზრუნველყოფს შეხვედრისთვის საჭირო ადმინისტრაციულ დახმარებას და ჩაიწერს FTA ერთობლივი კომისიის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლის ასლები გადაეცემა მეორე მხარე