თითოეული მხარე ეცდება მეორე მხარეს შეატყობინოს ნებისმიერი ზომის შესახებ, რომელმაც, მხარის შეხედულებით, შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე.
წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ჩაითვლება მიწოდებულად, როდესაც იგი შესაბამისად ეცნობება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ან გახდება საჯარო შესაბამისი მხარის კანონმდებლობის თანახმად ან გამოქვეყნდება მის ოფიციალურ, საჯარო და უფასოდ ხელმისაწვდომ ვებ-გვერდზე.
წინამდებარე მუხლის საფუძველზე მიწოდებულმა ნებისმიერმა შეტყობინებამ, გამოხმაურებამ თუ ინფორმაციამ არ უნდა მოახდინოს გავლენა იმის დადგენაზე, შეესაბამება თუ არა ზომა წინამდებარე შეთანხმებას.
წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი შეტყობინება, მოთხოვნა თუ ინფორმაცია მეორე მხარეს გადაეცემა წინამდებარე შეთანხმების მე-15 თავის (ინსტიტუციური დებულებები) მე-4 მუხლით (საკონტაქტო პუნქტი) განსაზღვრული პასუხისმგებელი ორგანოების მეშვეობი