თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისია:
განიხილავს წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს;
განიხილავს საკითხებს, რომლებიც მის წინაშე დააყენა რომელიმე მხარემ ან კომიტეტმა, ან წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა;
წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, შეისწავლის შესაძლებლობებს მხარეებს შორის მომავალში ვაჭრობის გაფართოვებისა და ინვესტიციების წახალისების მიმართულებით;
განიხილავს ნებისმიერ შემოთავაზებას წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის კუთხით და მხარეებისთვის გასცემს რეკომენდაციებს; და
განიხილავს ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივმა კომისიამ, შესაძლოა:
შექმნას დამატებითი კომიტეტები ან სპეციალური სამუშაო ჯგუფები და, საჭიროების შემთხვევაში, რჩევისთვის საკითხი გადასცეს რომელიმე კომიტეტს ან სამუშაო ჯგუფს;
ხელი შეუწყოს წინამდებარე შეთანხმების შესრულებას საიმპლემენტაციო ღონისძიებების გზით;
შეეცადოს მოაგვაროს ნებისმიერ უთანხმოება, რომელიც უკავშირდება წინამდებარე შეთანხმების განმარტებას ან გამოყენებას, მე-16 თავით (დავების მოგვარება) გათვალისწინებული დავის მოგვარების მექანიზმისთვის ზიანის მიუყენებლად.
შეეცადოს მიიღოს რჩევა არასამთავრობო პირების ან ჯგუფებისგან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ექცევა მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, თუ ეს ხელს შეუწყობს მას დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში;
მიიღოს სხვა ზომები თავისი ფუნქციების შესასრულებლად, მხარეთა შეთანხმების საფუძველზ