თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ზოგადი გამოყენების კანონები, მარეგულირებელი აქტები, პროცედურები და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ რაიმე საკითხზე, დროულად იქნეს გამოქვეყნებული, მათ შორის, სადაც შესაძლებელია, ინტერნეტის მეშვეობით, ან საჯარო გახადოს სხვა ფორმით, იმგვარად, რომ დაინტერესებულ პირებს და მეორე  მხარეს მიეცეს მისი გაცნობის საშუალება.

მხარეები დროულად გასცემენ პასუხს კონკრეტულ კითხვებს და, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ ერთმანეთისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებას პირველ პუნქტში განმარტებულ საკითხებთან დაკავშირებით.

წინამდებარე თავით განსაზღვრული დებულებები არ ავალდებულებს მხარეს, მეორე მხარეს მიაწოდოს ან მისცეს დაშვება ისეთ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია საიდუმლო ინფორმაციად ან რომლის გამჟღავნება შეაფერხებს კანონის აღსრულებას ან სხვაგვარად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს, ან რომელიც ლახავს კონკრეტული საჯარო თუ კერძო საწარმოს ლეგიტიმურ კომერციულ ინტერესებ