1. მხარეები აფუძნებენ საქართველო-ჩინეთის ერთობლივ კომისიას (შემდგომში წოდებული, როგორც „FTA ერთობლივი კომისია“), რომელიც შედგება თითოეული მხარის წარმომადგენლებისგან. ამ მიზნით, მხარეებს წარმოადგენენ მათ მიერ დანიშნული მაღალი თანამდებობის პირები.

2. FTA ერთობლივი კომისია:

a) განიხილავს წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს;

b) განიხილავს საკითხებს, რომლებიც მის წინაშე დააყენა რომელიმე მხარემ ან კომიტეტმა ან წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა;

c) წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, შეისწავლის ზომებს მხარეებს შორის მომავალში ვაჭრობის გაფართოვების და ინვესტიციების წახალისების მიმართულებით;

d) განიხილავს ნებისმიერ შემოთავაზებას წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის კუთხით და მხარეებისთვის გასცემს რეკომენდაციებს; და

e) განიხილავს ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე.

3. FTA ერთობლივი კომისია უფლებამოსილია;

a) შექმნას დამატებითი კომიტეტები ან დროებითი სამუშაო ჯგუფები და, საჭიროების შემთხვევაში, რჩევისთვის საკითხი გადასცეს რომელიმე კომიტეტს ან სამუშაო ჯგუფს;

b) შემდგომში განახორციელოს წინამდებარე შეთანხმების შესრულება საიმპლემენტაციო ღონისძიებების გზით;

c) შეეცადოს მოაგვაროს ნებისმიერ უთანხმოება, რომელიც უკავშირდება წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციას ან გამოყენებას;

d) შეეცადოს მიიღოს რჩევა არასამთავრობო პირების ან ჯგუფებისგან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ექცევა მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, თუ ეს ხელს შეუწყობს მას დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში;

e) მიიღოს სხვა ზომები თავისი ფუნქციების შესასრულებლად, მხარეთა შეთანხმების საფუძველზ