1. მხარეები აღიარებენ ელექტრონული კომერციის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ ზრდასა და შესაძლებლობას, მისი გამოყენებისა და განვითარების წახალისების მნიშვნელობას და WTO-ს შეთანხმების გამოყენებას იმ ზომებთან მიმართებით, რომლებიც გავლენას ახდნენ ელექტრონულ კომერციაზე.
2. მხარეები თანხმდებიან, რომ ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას და გამოცდილებას ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის კანონებსა და რეგულაციებს, წესებსა და სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას.
3. მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას კვლევით და სასწავლო საქმიანობის სფეროში ელექტრონული კომერციის განვითარების მიზნით.
4. მხარეები ხელს შეუწყობენ ბიზნეს გაცვლებს, წაახალისებენ თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელ ქმედებებსა და ელექტრონული კომერციის ერთობლივ პროექტებს.
5. მხარეები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში დაგეგმილ ღონისძიებებში თანამშრომლობის გზით ელექტრონული კომერციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
გამჭვირვალო