1. თითოეული მხარე, უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით მათ მიერ გატარებული ზოგადი პოლიტიკიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს თავის ტერიტორიაზე მეორე მხარის ინვესტორების მიერ ინვესტიციების განხორციელებას და განიხილავს ასეთ ინვესტიციებს შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და მხარეებს შორის დადებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში.

2. მხარეები დამატებით შეაფასებენ და აუცილებლობის შემთხვევაში, შეეცდებიან გამართონ მოლაპარაკებები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებულ ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების გადახედვის მიზნი