1. თითოეული მხარე ეცდება მეორე მხარეს მიაწოდოს ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, რომელმაც, მხარის აზრით, შესაძლოა გავლენა იქონიოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედებაზე.
2. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ჩაითვლება მიწოდებულად, როდესაც იგი შესაბამისად მიეწოდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ან გახდება საჯარო შესაბამისი მხარის კანონმდებლობის თანახმად ან გამოქვეყნდება მის ოფიციალურ, საჯარო და უფასოდ ხელმისაწვდომ ვებ-გვერდზე.
3. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი შეტყობინება, მოთხოვნა თუ ინფორმაცია მეორე მხარეს გადაეცემა წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული საკონტაქტო ორგანოების მეშვეობი