1. თითოეული მხარე კისრულობს ვალდებულებას აამოქმედოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა აღსრულების ეფექტიანი სისტემები იმისათვის, რომ აღმოფხვრილ იქნეს იმ საქონლითა და მომსახურებებით ვაჭრობა, რომლითაც ირღვევა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.
2. თითოეული მხარე უზრუნველყოფს სისხლის სამართლებრივი პროცედურებისა და სასჯელების TRIPS-ის შეთანხმების შესაბამისად გამოყენებას სულ მცირე ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა სასაქონლო ნიშნის განზრახ კონტრაფაქცია ან საავტორო უფლების მეკობრეობა კომერციული მიზნით. უფლებების განხორციელების სამართლებრივი საშუალებები უნდა მოიცავდეს პატიმრობას და/ან ფულად ჯარიმებს, საკმარისს იმისათვის, რომ შემაკავებელი ფაქტორის როლი შეასრულოს და თანაზომიერი იმ სასჯელებთან მიმართებაში, რომლებიც გამოიყენება შესაბამისი სიმძიმის დანაშაულებათა შემთხვევებშ