1. თითოეული მხარე მეორე მხარის მოთხოვნით, გაუცვლის ინფორმაციას, რომელიც შეეხება:
(a) შესაბამის ადმინისტრაციაში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას;
(b) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ სისტემაში შეტანილ ცვლილებებს და ამ სისტემების განხორციელების პროცესში განვითარებულ მოვლენებს; და
(c) ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა მართვას და აღსრულებას.
2. თითოეული მხარე, მეორე მხარის მოთხოვნით, განიხილავს კერძო დაინტერესებული მხარეების ინტერესთა სფეროში შემავალ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს და კითხვებს.
3. მხარეები შეისწავლიან არსებული შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობებს საერთო ინტერესის ისეთ სფეროებში, რომელთა მიზანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა სისტემის ფუნქციონირების, მათ შორის, ერთმანეთის იურისდიქციის ფარგლებში ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესება. ამგვარი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს, და არა მხოლოდ, შემდეგ სფეროებს:
(a) საპატენტო ექსპერტიზის სფეროში სამუშაო გამოცდილების გაზიარება;
(b) ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა აღსრულება;
(c) ინტელექტუალურ საკუთრების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
(d) საპატენტო ექსპერტიზის ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება; და
(e) პატენტის მიღების პროცედურის გამარტივება და მასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება.
თანამშრომლობის სფეროე