მხარეები ყველანაირად უნდა ეცადონ, ნებისმიერ დავასთან დაკავშირებით, კონსულტაციების მეშვეობით მივიდნენ ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებამდე, წინამდებარე მუხლის  დებულებების შესაბამისად.

კონსულტაციების გამართვის შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა მოიცავდეს მოთხოვნის მიზეზებს, მათ შორის,  სადავო ღონისძიებების იდენტიფიკაციას და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შესახებ მითითებას. საჩივრის წარმდგენმა მხარემ, მოთხოვნა უნდა წარუდგინოს მოპასუხე მხარეს.

კონსულტაციების გამართვის შესახებ მოთხოვნის წარდგენის შემდეგ, მოპასუხე მხარემ უნდა უპასუხოს მას, მოთხოვნის მიღების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში და უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად:

მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 15 დღის განმავლობაში ფრიად სასწრაფო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, მალფუჭებად საქონელთან დაკავშირებით;

მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით, ორმხრივად დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თუ მოპასუხე მხარე არ მოახდენს რეაგირებას ზემოაღნიშნული 10 დღის განმავლობაში, ან არ დაიწყებს მოლაპარაკებებს მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადების განმავლობაში, საჩივრის წარმდგენი მხარე უფლებამოსილია პირდაპირ გააკეთოს მოთხოვნა, წინამდებარე თავის შესაბამისად, საარბიტრაჟო ტრიბუნალის (შემდგომში „საარბიტრაჟო ტრიბუნალი“) შექმნასთან დაკავშირებით.

კონსულტაციები უნდა იყოს კონფიდენციალური და არ უნდა ზღუდავდეს რომელიმე მხარის უფლებებს ნებისმიერ შემდგომ ან სხვა პროცესებშ