1. მხარეები ყველანაირად უნდა ეცადონ, ნებისმიერ დავასთან დაკავშირებით, კონსულტაციების მეშვეობით მიიღონ ორმხრივად დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება, წინამდებარე მუხლის ან წინამდებარე შეთანხმებაში კონსულტაციებისთვის გათვალისწინებული სხვა დებულებების შესაბამისად.

2. მოთხოვნა კონსულტაციების გამართვის შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა მოიცავდეს მოთხოვნის მიზეზებს, მათ შორის, საკითხთან დაკავშირებული ღონისძიებების იდენტიფიკაციას და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შესახებ მითითებას. მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ, მოთხოვნა უნდა ჩააბაროს მოპასუხე მხარეს.

3. თუ წარდგენილია მოთხოვნა კონსულტაციების გამართვის შესახებ, მოპასუხე მხარემ უნდა უპასუხოს მას, აღნიშნულის მიღების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში და უნდა დაიწყოს კონსულტაციებში კეთილსინდისიერად, მოთხოვნის მიღების დღიდან არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში, ორივე მხარისათვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კონსულტაციები გადაუდებელ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, მალფუჭებად საქონელთან მიმართებით, უნდა დაიწყოს კონსულტაციების გამართვის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში.

4. თუ მოპასუხე მხარე არ მოახდენს რეაგირებას ზემოაღნიშნული 10 დღის განმავლობაში, ან არ დაიწყებს კონსულტაციებს ამ მუხლის მე-3 პარაგრაფით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, მოთხოვნის წარმდგენი მხარე უფლებამოსილია პირდაპირ გააკეთოს მოთხოვნა საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებით.

5. კონსულტაციები უნდა იყოს კონფიდენციალური და არ უნდა აყენებდეს ზიანს რომელიმე მხარის უფლებებს ნებისმიერ შემდგომ პროცესშ