1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგება სამი წევრისგან.

2. საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნიდან 15 დღის განმავლობაში, თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის თითო წევრი.

3. დავის მხარეებმა, ურთიერთშეთანხმებით უნდა დანიშნონ მესამე არბიტრი, საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნიდან 30 დღის განმავლობაში. ამგვარად დანიშნული არბიტრი ხელმძღვანელობს საარბიტრაჟო ტრიბუნალს.

4. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის რომელიმე წევრ(ებ)ი არ დანიშნულა საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბებიდან 30 დღის განმავლობაში, დავის რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი უფლებამოსილი იქნება დანიშნოს წევრ(ებ)ი შემდგომი 30 დღის განმავლობაში. თუ ერთი ან მეტი წევრი დანიშნულია წინამდებარე პარაგრაფის მიხედვით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი უფლებამოსილი იქნება დანიშნოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე.

5. საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე არ უნდა იყოს დავის რომელიმე მხარის მოქალაქე, ასევე არ უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დავის რომელიმე მხარის ტერიტორიაზე, არ უნდა იყოს დაქირავებული დავის რომელიმე მხარის მიერ, არ უნდა ჰქონოდა რაიმე სახის შეხება დავის საგანთან.

6. ყველა არბიტრს უნდა:

(a) ჰქონდეს სპეციალური ცოდნა და გამოცდილება სამართლის, საერთაშორისო ვაჭრობის, წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ სხვა სფეროებში ან ისეთი დავების მოგვარებაში, რომელიც გამომდინარეობს საერთაშორისო ვაჭრობის შეთანხმებებიდან;

(b) იყოს არჩეული მხოლოდ ობიექტურობის, სანდოობის და კეთილგონიერების საფუძველზე;

(c) იყოს დამოუკიდებელი და არ იყოს აფილირებული რომელიმე მხარესთან ან არ იღებდეს ინსტრუქციებს რომელიმე მხარისგან; და

(d) იცავდეს ქცევის კოდექსს იმ წესების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის WT/DSB/RC/1 დოკუმენტით.

7. თუ წინამდებარე მუხლის თანახმად დანიშნული არბიტრი გადადგება ან ვერ შეძლებს მოვალეობის შესრულებას, 15 დღის განმავლობაში დაინიშნება შემცვლელი არბიტრი, თავდაპირველი არბიტრის დანიშვნისთვის განსაზღვრული შერჩევის პროცედურების თანახმად და შემცვლელ არბიტრს ექნება იგივე უფლებამოსილებები და მოვალეობები, რაც თავდაპირველ არბიტრს. საარბიტრაჟო ტრიბუნალის საქმიანობა უნდა შეჩერდეს, შემცვლელი არბიტრის დანიშვნის პროცესის განმავლობაშ