1. საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფუნქციას წარმოადგენს დავის საგნის ობიექტური შეფასება, მათ შორის, საქმის ფაქტების შესწავლა და წინამდებარე შეთანხმების გამოყენებადობა და მასთან შესაბამისობა.
2. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის დაასკვნის, რომ ღონისძიება შეუსაბამოა წინამდებარე შეთანხმებასთან, მან უნდა გასცეს რეკომენდაცია, რომ მოპასუხე მხარემ, მოიყვანოს ქმედება შესაბამისობაში წინამდებარე შეთანხმებასთან.
3. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა განიხილოს წინამდებარე შეთანხმება საერთაშორისო საჯარო სამართლის განმარტებასთან დაკავშირებული ჩვეულებითი ნორმების შესაბამისად. საერთაშორისო ტრიბუნალს არ შეუძლია, თავის დასკვნებსა და რეკომენდაციებში, გადააჭარბოს ან დააკნინოს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებებ