1. გონივრული ვადა დავის მხარეთა მიერ ერთობლივად განისაზღვრება, იმ შემთხვევაში, თუ დავის მხარეები ვერ თანხმდებიან გონივრულ ვადაზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის განმავლობაში, ერთ-ერთი მხარე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გადასცემს საქმეს თავდაპირველ საარბიტრაჟო ტრიბუნალს, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას.

2. საარბიტრაჟო სასამართლომ დავის მხარეებს უნდა წარუდგინოს გადაწყვეტილება გონივრული ვადის შესახებ საკითხის გადაცემიდან 30 დღის განმავლობაში. როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი მიიჩნევს, რომ მას არ შეუძლია აღნიშნული გადაწყვეტილების წარდგენა ამ ვადაში, იგი აცნობებს დავის მხარეებს წერილობით, გადავადების მიზეზების შესახებ, იმ სავარაუდო პერიოდის მითითებით, რომლის განმავლობაშიც იგი წარმოადგენს გადაწყვეტილებას. ნებისმიერი გადავადება არ უნდა აღემატებოდეს მომდევნო 15 დღეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავის მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან.

3. გონივრული ვადა, ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან 15 თვეს. გონივრული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს დავის მხარეების მიერ ერთობლივი შეთანხმები