1. თუ მხარეთა მიერ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, საარბიტრაჟო საქმის განხილვა უნდა წარიმართოს 15-A დანართით განსაზღვრული პროცედურული წესების შესაბამისად.

2. წინამდებარე მუხლით განსაზღვრული და პირველ პარაგრაფში მითითებული წესების გარდა, საარბიტრაჟო ტრიბუნალი, დავის მხარეებთან კონსულტაციით, უფლებამოსილია მიიღოს დამატებითი პროცედურული წესები, მათ შორის, ისეთი, რომელიც უკავშირდება დავის მხარეთა უფლებებს, იქნან მოსმენილნი და საქმის განხილვას, რამდენადაც იგი ჩათვლის საჭიროდ, იმ პირობით, რომ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება წინამდებარე თავს და 15-A დანართს.

3. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე; იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ვერ მიაღწევს კონსენსუსს, მან შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით. არბიტრებმა შესაძლოა წარმოადგინონ განსხვავებული მოსაზრებები საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც ვერ მოხდა ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება. საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებაში განსაზღვრული ცალკეული არბიტრების მოსაზრებები, უნდა იყოს ანონიმური.

4. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნის თარიღიდან 20 დღის განმავლობაში დავის მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, სამუშაო აღწერილობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

„შეისწავლოს, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებების ფონზე, მოთხოვნაში მითითებული საკითხი საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბების შესახებ მე-5 მუხლის თანახმად და მიზეზებთან ერთად, კანონის და ფაქტების ერთობლიობის საფუძველზე, გააკეთოს დასკვნები, დავების გადაწყვეტის მიზნით“.

5. არბიტრთა ანაზღაურება და საარბიტრაჟო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები გაღებულ უნდა იქნეს დავის მხარეების მიერ, თანაბრა