საარბიტრაჟო ტრიბუნალის ანგარიშები უნდა მომზადდეს დავის მხარეების დაუსწრებლად. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, თავისი ანგარიშები უნდა დააფუძნოს წინამდებარე შეთანხმების შესაბამის დებულებებს, დავის მხარეთა წარდგინებებსა და არგუმენტებზე და დანართი 16-1 (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საპროცედურო წესები), მე-14 პუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის მიწოდებულ სხვა სახის ინფორმაციას.
საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დავის მხარეებს უნდა წარუდგინოს ანგარიშის პროექტი საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნის თარიღიდან 90 დღის განმავლობაში, ან გადაუდებელი შემთხვევის დროს, მათ შორის მალფუჭებად საქონელთან დაკავშირებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში. გამონაკლის შემთხვევებში, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი მიიჩნევს, რომ მას არ შეუძლია ანგარიშის პროექტის წარდგენა მომდევნო 90 დღის ვადაში ან გადაუდებელი შემთხვევების დროს, მომდევნო 30 დღის ვადაში, მან უნდა აცნობოს დავის მხარეებს წერილობითი ფორმით დაგვიანების მიზეზებისა და იმ მიახლოებითი პერიოდის შესახებ, რა ვადაშიც ის წარმოადგენს ანგარიში პროექტს. ანგარიშის პროექტის წარდგენის გადავადების პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს 30 დღეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული დავის მხარეთა მიერ სხვაგვარად არის შეთანხმებული
საარბიტრაჟო ტრიბუნალმა თავისი ანგარიშის პროექტში უნდა განსაზღვროს:
დავის საგნის აღწერითი ნაწილი, სადაც თავმოყრილი იქნება დავის მხარეების წინადადებები და არგუმენტები;
საქმის იურიდიული მხარისა და ფაქტების ერთობლიობის საფუძველზე და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებების გამოყენებასთან დაკავშირებული დასკვნები;
წინამდებარე შეთანხმებასთან სადავო ღონისძიების შეუთავსებლობაზე ან მოპასუხე მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დასკვნები და, თუ შესაძლებელია, დავის მოგვარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები; და
წინამდებარე მუხლის (b) და (c) ქვეპუნქტების შესაბამისად მიღებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებული დასაბუთება.
დავის მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო ტრიბუნალს წერილობითი ფორმით წარუდგინოს ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით თავისი შენიშვნები ანგარიშის პროექტის მიღების თარიღიდან 10 დღის ვადაში ან დავის მხარეების შეთანხმების საფუძველზე დადგენილ ვადაში.
დავის მხარეების მიერ წარდგენილი ნებისმიერი შენიშვნის განხილვისა და შემდგომი საჭირო შემოწმების შემდეგ, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა წარუდგინოს თავისი საბოლოო ანგარიში დავის მხარეებს 30 დღის განმავლობაში ან გადაუდებელი შემთხვევების დროს 15 დღის ვადაში, მას შემდეგ რაც მოხდება ანგარიშის პროექტის წარდგენა დავის მხარეებისთვის, თუ მხარეების მიერ აღნიშნული სხვაგვარად არ არის შეთანხმებული. საბოლოო ანგარიშში უნდა იყოს განსაზღვრული დავების მხარეების მიერ ანგარიშის პროექტზე წარდგენილი ყველა არგუმენტი და ასევე, საარბიტრაჟო ტრიბუნალის შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები და მათთან დაკავშირებული დასაბუთება.
საარბიტრაჟო ტრიბუნალის საბოლოო ანგარიში არის საბოლოო და აქვს სავალდებულო ძალა დავის მხარეებისთვის იმ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ანგარიში ეხება.
თუ მხარეები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ, საბოლოო ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ანგარიშის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პირობი