1. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, თავისი გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოს წინამდებარე შეთანხმების შესაბამის დებულებებზე და დავის მხარეთა წარდგინებებსა და არგუმენტებზე.

2. თუ დავის მხარეთა მიერ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ხელშემკვრელ მხარეებს უნდა წარუდგინოს გადაწყვეტილება, შექმნიდან 120 დღის განმავლობაში.

3. გამონაკლის შემთხვევებში, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი მიიჩნევს, რომ მას არ შეუძლია გადაწყვეტილების გამოცემა 120 დღის განმავლობაში, მან უნდა აცნობოს დავის მხარეებს წერილობითი ფორმით, დაგვიანების მიზეზების შესახებ, მიახლოებითი პერიოდის მითითებით, რა ვადაშიც ის წარმოადგენს გადაწყვეტილებას. ნებისმიერი დაგვიანება არ უნდა აჭარბებდეს 30 დღის პერიოდს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული დავის მხარეთა მიერ სხვაგვარად არის შეთანხმებული.

4. გადაუდებელ შემთხვევებში, მათ შორის მალფუჭებად საქონელთან დაკავშირებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა გამოიყენოს ყოველგვარი ძალისხმევა, რათა წარუდგინოს თავისი გადაწყვეტილება მისი შექმნის თარიღიდან 60 დღის განმავლობაში. გამონაკლის შემთხვევებში, აღნიშნული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს, რომელიც, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბების თარიღიდან 75 დღეს.

5. საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ აქვს სავალდებულო ძალა გარდა დავის მხარეებისა და წარმოდგენილი კონკრეტული საქმისა, რომელსაც ეხება გადაწყვეტილება.

6. გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის გადაწყვეტილების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პირობით და გარდა იმ შემთხვევისა, თუ დავის მხარე სხვაგვარად გადაწყვეტ